მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟეენბეკ კულუბაევთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობას.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.