მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა

19:59, 26.09.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას კასპიის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ყაზახი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი