მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა

19:58, 23.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში არსებული დღის წესრიგის საკითხებზე.

„აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი