მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ, საქართველოს საშინაო პოლიტიკაში როგორ ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება საგარეო აქტორების მხრიდან, რათა გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე
მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ, საქართველოს საშინაო პოლიტიკაში როგორ ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება საგარეო აქტორების მხრიდან, რათა გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე

ვხედავთ, საქართველოს საშინაო პოლიტიკაში როგორ ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება საგარეო აქტორების მხრიდან, რათა გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრობა შეძლოს, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები.

„საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვიბრძვით სწორედ თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველომ შეძლოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრობა საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად. ამისათვის, ბუნებრივია, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბრძოლა, ძალიან ბევრ გამოწვევასთან გამკლავება, მათ შორის საგარეო ჩარევებთან, და ჩვენ ვხედავთ, თუ რა მასშტაბი აქვს მიღებული საქართველოსთან მიმართებაში საგარეო ჩარევებს, თუ როგორ ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება საგარეო აქტორების მხრიდან, რათა გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.