მაკა ბოჭორიშვილი - ველოდებით, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის მიერ კარგად იქნება შეფასებული, სათქმელი ნამდვილად გვაქვს, რა გაკეთდა ერთ წელიწადში
მაკა ბოჭორიშვილი - ველოდებით, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის მიერ კარგად იქნება შეფასებული, სათქმელი ნამდვილად გვაქვს, რა გაკეთდა ერთ წელიწადში

რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები კარგად იქნება შეფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ნაბიჯების წინ გადასადგმელად.

„ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. მხოლოდ ეს ჩანს მათი განცხადებების უკან. ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა. ეს ვიზიტი მაქსიმალურად  იქნება გამოყენებული საქართველოს სტრატეგიული მიზნებისთვის ნაბიჯის წინ გადასადგმელად, რაც გულისხმობს, რომ, პირველ რიგში, ევროკავშირთან დიალოგი იქნება რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და ზოგადად საქართველოს როლზე ევროკავშირში, ისევე როგორც პირიქით. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საქართველოს ევროინტეგრაციასა და პროგრესზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ.

მაშინ, როცა ევროკავშირის მხრიდან პროგრესის შეფასებას და დეკემბერში სტატუსს ველოდებით, ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია. პარტნიორებთან პოლიტიკური დიალოგი ვერასოდეს იქნება დატუქსვა, ჩვენ ევროკავშირთან დიალოგი გვაქვს. რა თქმა უნდა, ვისმენთ როგორც პოზიტიურ შეფასებებს, ასევე არის კრიტიკაც და ჩვენ ამ კრიტიკას ვპასუხობთ, როცა შეიძლება, რაღაც გაკეთდეს და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ წინ წაიწიოს. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები კარგად იქნება შეფასებული. სათქმელი ნამდვილად გვაქვს, თუ რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში. ამას დასკვნებიც ადასტურებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.