მაკა ბოჭორიშვილი - უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მწვავე კრიტიკა და განცხადებები საქართველოს მიმართ, აბსოლუტურად გაუგებარია
უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მწვავე კრიტიკა და მწვავე განცხადებები საქართველოს მიმართ, აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოში მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, მხარი დაუჭიროს და ეს მხარდაჭერა მტკიცე იყოს.
„საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც არიან რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მწვავე კრიტიკა და განცხადებები საქართველოს მიმართ, აბსოლუტურად გაუგებარია. საქართველო რატომ იმსახურებს ამას იმ პირობებში, როცა მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, მხარი დაუჭიროს და ეს მხარდაჭერა მტკიცე იყოს. რატომ იმსახურებს საქართველო ან საქართველოს ხელისუფლება მსგავს რიტორიკას, ზედმეტი კომენტარისგან ამ საკითხზე თავს შევიკავებ, რადგან უკრაინა უმძიმეს ბრძოლაშია და დავადასტურებ იმ მხარდაჭერას, რაც უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ გვაქვს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.