მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

20:35, 22.10.2026

ბათუმში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს ტაჯიკეთში.

„ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი