მაკა ბოჭორიშვილი - სწორი ნაბიჯია, რომ კონგრესის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტს“ პარლამენტმა დადგენილებით უპასუხა, პარლამენტის მხრიდან პოზიციის ჩამოყალიბებას მივესალმები
მაკა ბოჭორიშვილი - სწორი ნაბიჯია, რომ კონგრესის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტს“ პარლამენტმა დადგენილებით უპასუხა, პარლამენტის მხრიდან პოზიციის ჩამოყალიბებას მივესალმები

ლოგიკური და სწორი ნაბიჯია, რომ საქართველოს პარლამენტში კონგრესის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტზე“ საპასუხო ნაბიჯი განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პარლამენტის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას მიესალმება.

„მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტს“ დადგენილებით პარლამენტმა უპასუხა. ლოგიკური და სწორი ნაბიჯია, რომ საპასუხო ნაბიჯი განიხილება საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტის მხრიდან საპასუხო პოზიციის ჩამოყალიბებას მივესალმები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.