მაკა ბოჭორიშვილი სტუდენტებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დისკუსიის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მომავალი შეხვედრებისთვის მზაობა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.