მაკა ბოჭორიშვილი - სხვადასხვა აქტორისგან ვხედავთ მცდელობებს, ეუთო/ოდირის რეპუტაცია სხვაგვარად იყოს წარმოჩენილი, ოპოზიციისგან არ წყდება ხოლმე შეტევები, თუ ისინი არ მოისმენენ იმას, რაც მათ ინტერესშია
მაკა ბოჭორიშვილი - სხვადასხვა აქტორისგან ვხედავთ მცდელობებს, ეუთო/ოდირის რეპუტაცია სხვაგვარად იყოს წარმოჩენილი, ოპოზიციისგან არ წყდება ხოლმე შეტევები, თუ ისინი არ მოისმენენ იმას, რაც მათ ინტერესშია

მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის დასკვნები იყოს დასაბუთებული და გავაგრძელოთ მუშაობა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც იქნება გაცემული ამ ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა აქტორის მხრიდან ჩანს მცდელობები, აღნიშნული ორგანიზაციის რეპუტაცია სხვაგვარად იყოს წარმოჩენილი.

„მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. იცით, რომ ეუთო/ოდირის მისია იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა მიმდინარე არჩევნებს. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად ხდება, დამკვირვებლები არ აფიქსირებენ რამე წუხილს არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა დაუსაბუთებელი გზავნილების გაჟღერებაც ძალიან ხშირია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის დასკვნები, რომლებიც გაკეთდება ეუთო/ოდირის მიერ, იყოს დასაბუთებული და, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია, რომ გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციებზე მუშაობა, რომლებიც იქნება გაცემული ეუთო/ოდირის მიერ.

ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან მცდელობებს, რომ ამ ორგანიზაციის რეპუტაცია სხვაგვარად იყოს წარმოჩენილი, ჩვენ ამას ვხედავთ ქვეყნის შიგნითაც, პოლიტიკოსების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან არ წყდება ხოლმე შეტევები, თუ ისინი არ მოისმენენ იმას, რაც მათ ინტერესშია. ეს აზიანებს, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციასაც, ორგანიზაციის რეპუტაციასაც და მნიშნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, როდესაც იქნება საბოლოო დასკვნა, რომ რეკომენდაციებზე ერთად ვიმუშაოთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.