მაკა ბოჭორიშვილი - სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს გამოყენებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად
სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, თუმცა არ უნდა იყოს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოყენებული.
„საკითხებია, რომლებზეც იქნება მსჯელობა. სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი საზოგადოებისთვის და არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის. იმასაც ხედავთ, რომ ხშირად სიტყვის თავისუფლება სხვაგვარად არის გამოყენებული თუ სხვაგვარად არის ხოლმე ინტერპრეტირებული. ხშირად ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლება უფრო მეტად გამოყენებულია არასწორი ინფორმაციების თუ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული, თუმცა სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, რასაც ჰქვია დეზინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.