მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს, დევიდ ემტესტამს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.