მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რაც მიმდინარეობს თითოეულ რეკომენდაციაზე, მთელი რიგი საკითხების შესრულება დამოკიდებულია სწორედ პროცესზე, მიზანია, წლის ბოლომდე იყოს პროგრესი
მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რაც მიმდინარეობს თითოეულ რეკომენდაციაზე, მთელი რიგი საკითხების შესრულება დამოკიდებულია სწორედ პროცესზე, მიზანია, წლის ბოლომდე იყოს პროგრესი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით კენჭისყრის პროცესი თუ ჩავარდება, ეს არ იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების დარღვევა, რადგან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რეკომენდაციების შესრულებისთვის დრო კიდევ არის.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მიზანია, მიმდინარე წლის ბოლომდე მაქსიმალური შედეგი აჩვენოს 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.

„მათგან ერთი-ერთი საკითხია სახალხო დამცველის შერჩევა. შედეგთან ერთად, მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რაც მიმდინარეობს თითოეულ საკითხზე. თუ კენჭისყრაზე ჩავარდება, ეს დარღვევა არ იქნება, რადგან მთელი რიგი საკითხებია, რომლის შესრულებაც დამოკიდებულია სწორედ პროცესზე. ეს საკითხები უკავშირდება ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნებს, შეფასებებს. ყურადღება და აქცენტი გადატანილი უნდა იყოს იმაზე, რომ რეკომენდაციები წლის ბოლომდე შევასრულოთ. სურვილი და მიზანია, რომ წლის ბოლომდე იყოს პროგრესი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.