მაკა ბოჭორიშვილი - საუკეთესო გზა რეკომენდაციების შესრულებისთვის არის კანონის მიღება და კანონის დახვეწის გზით სიარული
საქართველო ვალდებულია, რაღაცნაირად მოახდინოს რეაგირება იმ საკითხებზე, რაც დაისვა ევროკავშირის მხრიდან რეკომენდაციების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ესა თუ ის პრობლემა იყოს მოგვარებული, არის კანონის მიღება“.
„სწორედ ამ გზით წავედით და მივდივართ. შესაბამისად, ერთადერთ გზას ვხედავთ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციას ვუპასუხოთ – მივიღოთ კანონი. ევროსაბჭომ გასცა რეკომენდაცია და მზად ვართ, რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ამ კანონის მიღება საჭირო გახდება თუ არა, ალბათ ეს უპირველესად დამოკიდებულია ევროკომისიაზე და მათ შეფასებებზე. საუკეთესო გზა რეკომენდაციების შესრულებისთვის არის კანონის მიღება და კანონის დახვეწის გზით სიარული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.