მაკა ბოჭორიშვილი - სასიხარულოა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიური გზავნილების მოსმენა და დადასტურება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა
მაკა ბოჭორიშვილი - სასიხარულოა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიური გზავნილების მოსმენა და დადასტურება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელიდან გუშინდელი გზავნილები საქართველოს პერსპექტივის დასტურია.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს სვლა ევროკავშირისკენ შემდგომი ეტაპების გავლით.

„შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ჩვენთვის მოცემულია 12 რეკომენდაცია, რომელსაც ვასრულებთ. იმედი გვაქვს, რომ ამ რეკომენდაციების ობიექურად შეფასების საფუძველზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სვლა გააგრძელოს. ჩვენ მხოლოდ გზავნილებით ვერ ვიმსჯელებთ და ვერ გავაკეთებთ წინასწარ დასკვნებს, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში, თუმცა სასიხარულოა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიური გზავნილების მოსმენა და დადასტურება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.