მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ისრაელთან ხალხთა მჭიდრო კავშირებზე დაფუძნებული ისტორია აქვს, ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ისრაელთან ხალხთა მჭიდრო კავშირებზე დაფუძნებული ისტორია აქვს, ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელთან თანამშრომლობა მომავალში მეტად უნდა განვითარდეს.

„საქართველოს ისტორიულად აქვს საკუთარი, ხალხთა შორის მჭიდრო ისტორიაზე დაფუძნებული ურთიერთობები ისრაელთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მიმართულებები, რა მხრივაც უნდა განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში. ბუნებრივია, ის, რაც ხდება ამ რეგიონში, ახდენს გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე. გავლენას ახდენს უფრო ფართო რეგიონზე, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი რეგიონში მოვლენების განვითარებას. ამ ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ როგორც რეგიონზე, ასევე გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, მუდმივად გვქონდეს აზრთა ურთიერთგაცვლა, ვითანამშრომლოთ ძალიან ბევრ საკითზე.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საინტერესო საკითხები, იქნება ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების კუთხით. საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი ისრაელიდან ტურისტებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს; კიდევ უფრო გაძლიერდეს ეკონომიკური კავშირები და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობა. ამის დასტური არის მინისტრების ვიზიტები, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.