მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, როცა ვხედავთ, რა მოძრაობებია საქართველოში
ჩვენ ძალიან დიდი ხანია, საქმე გვაქვს ერთ რამესთან, ჩვენი ხელისუფლება, დიდი ხანია, ვიბრძვით, რომ ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, სწორედ ამას უპირისპირდება მმართველი პარტია.
„სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვხედავთ, რა მოძრაობებია საქართველოში – არაღიარება სახელმწიფო ინსტიტუტების, არაღიარება დემოკრატიული პროცესების, არჩევნების, ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.