მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით საქართველოში მყოფ გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
2026 წლის 16 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
მხარეებმა განიხილეს გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში გაერო-სთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში.