მაკა ბოჭორიშვილი - სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს
მაკა ბოჭორიშვილი - სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს

ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს.

„ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და ამით მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომელიც მის ვიცე-პრემიერობას ეხებოდა, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

„მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.