მაკა ბოჭორიშვილი – სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ

00:59, 15.12.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ნამდვილად შოკის მომგვრელი ამბავია ავსტრალიიდან. ღრმად ვარ დამწუხრებული ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი