მაკა ბოჭორიშვილი - პრეზიდენტისგან არაერთხელ ვიხილეთ უსამართლო ვეტო, მორიგ ვეტოზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის პასუხი, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტების მოქმედი წესი გაუმართლებელია
მაკა ბოჭორიშვილი - პრეზიდენტისგან არაერთხელ ვიხილეთ უსამართლო ვეტო, მორიგ ვეტოზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის პასუხი, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტების მოქმედი წესი გაუმართლებელია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, ცესკო-ს დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი.

„პრეზიდენტის მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ საკმაოდ უსაფუძვლო და უსამართლო ვეტოები. პრეზიდენტის მორიგ ვეტოს გავეცნობით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის საპასუხო, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტების დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი. ფერხდება სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა. მნიშვნელოვანია, ცესკო-ს მუშაობა გამართული იყოს, რათა ქვეყანაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, ადმინისტრაცია ფუნქციონირებადი იყოს. ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც საქართველოს ინტერესებს სჭირდება“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.