მაკა ბოჭორიშვილი - პრეზიდენტის გზავნილები დღეს მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა
მაკა ბოჭორიშვილი - პრეზიდენტის გზავნილები დღეს მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა

პრეზიდენტი არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მე მაინც პატივს ვცემ ამ ინსტიტუტს, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ გზავნილებში, რაც დღევანდელ სადღესასწაულო დღეს მას ჰქონდა ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, დამოუკიდებლობის დღეს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლის გზავნილები მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ.

„ვფიქრობ, როგორ ვცე პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. პრეზიდენტი არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მე მაინც პატივს ვცემ ამ ინსტიტუტს, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ გზავნილებში, რაც დღევანდელ სადღესასწაულო დღეს მას ჰქონდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ არის ეს ის ფორმატი, ის დღე, როდესაც შეიძლება, მსგავსი გზავნილები გააჟღეროს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ზეიმობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეს არის საქართველოს დღე და ჩვენი, ყველას, ვალია, მათ შორის პრეზიდენტისაც, ეს სადღესასწაულო განწყობა და სურვილი, რაც საქართველოს აქვს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაში ინტეგრირებული, იყოს ჩვენი საერთო მიზანი და არა ის, რომ გამყოფი გზავნილები ჟღერდებოდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს იყო პრეზიდენტის გზავნილები დღეს – საზოგადოების არა კონსოლიდაციიისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ მიმართული, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა კიდევ ერთხელ, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და იმედი მაქვს, ეს ინსტიტუტი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ინსტიტუტად არ იქცევა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.