მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკური ჯგუფის წევრობა კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი უნდა იყოს, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე „სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკური ჯგუფის წევრობა კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი უნდა იყოს, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე „სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებით

რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წევრობა კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს უნდა იყოს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი. სწორედ ამასთან გქვონდა საქმე და გადავხედეთ ურთიერთობებს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა „სოციალისტურ პარტიასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზები „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ კარგად განმარტეს.

„ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ოჯახში ვუყურებთ ერთიანობას და მათთან ურთიერთობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში, თუ რამდენად წაადგება და დაეხმარება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის წევრობა ან  რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან ურთიერთობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ასეთი წევრობა პროცესისთვის კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი უნდა იყოს. სწორედ ამასთან გქვონდა საქმე და ჩვენ გადავხედეთ იმ ურთიერთობებს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა „სოციალისტურ პარტიასთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.