მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკოსის წინააღმდეგ თუ არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, დასრულებული ან პასუხისგებაშია მიცემული, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური პატიმარი
მაკა ბოჭორიშვილი - პოლიტიკოსის წინააღმდეგ თუ არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, დასრულებული ან პასუხისგებაშია მიცემული, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური პატიმარი

სააკაშვილზე სერიოზული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს, რომელზეც მოსახლეობა პასუხს იმსახურებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე განაცხადა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

მისი თქმით, ადამიანებისთვის პოლიტიკოსობა აპრიორი იმუნიტეტი არ არის.

„პოლიტიკოსის წინააღმდეგ თუ არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, დასრულებული ან პასუხისგებაშია მიცემული, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ადამიანებისთვის პოლიტიკოსობა აპრიორი იმუნიტეტი არ არის. მაშინ, ასეთი ქმედებები შეიძლება ყველა პოლიტიკოსმა გააკეთოს. სერიოზული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს, რომელზეც მოსახლეობა პასუხს იმსახურებს. შესაბამისად, პასუხი უნდა იყოს სამართლებრივი და საქმეს პოლიტიკური ელფერი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.