მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი ქვეყნის საგარეო უწყებას შეუძლია, გადაიყვანოს ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორეზე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას მნიშვნელობას

12:59, 14.02.2026

საგარეო უწყებებს შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორეზე, ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ესტონეთის ელჩის თანამდებობის შეცვლაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას.

„ესტონეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. რაც შეეხება ელჩის დანიშვნას სომხეთში, ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის პრეროგატივაა. საგარეო უწყებებს შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე. ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

ჩვენც გვაქვს გარკვეული საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატების ცვლილება, ზოგან საელჩოები ფუნქციონირებს ხშირად ელჩის გარეშეც, ამაშიც არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

მსგავსი