მაკა ბოჭორიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დაბნეულია, ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის მოგროვებას, ხან პარლამენტში შემოდიან, 9 აპრილის აქციაც პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა
მაკა ბოჭორიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დაბნეულია, ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის მოგროვებას, ხან პარლამენტში შემოდიან, 9 აპრილის აქციაც პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა

„ქართული ოცნების“ წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაბნეულია და ვერ ჩამოყალიბდნენ, რა აკეთონ. მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები ხან პარლამენტში შედიან და ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის შეკრებას.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, 9 აპრილისთვის დაანონსებული აქციაც მათი პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დაბნეულია, ვერც ის გაიგეს, სად უნდა იმუშაონ, რა უნდა აკეთონ და რა საკითხი იყოს დღის წესრიგში. ამ დაბნეულობაში ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის მოგროვებას, ხან პარლამენტში შემოდიან და გადიან. ვერ ჩამოყალიბდნენ და ასეთ გაუგებრობაში არიან. 9 აპრილის აქციაც მათი პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.