მაკა ბოჭორიშვილი - მოსამართლეების დანიშვნა მოხდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა, პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები თუ საჭირო იქნება, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის
მაკა ბოჭორიშვილი - მოსამართლეების დანიშვნა მოხდა ისე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებდა, პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები თუ საჭირო იქნება, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს.

როგორც ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა, სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან

„ამისთვის საჭიროა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება შეთანხმების პროცესის მიმართ და გემოვნების ამბავი არ არის, პოლიტიკური ქულების დასაწერად რა დებულებები შევასრულოთ და რაც არ მოგვწონს, არ შევასრულოთ.

რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, მათი დანიშვნა კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა, ისე როგორც შეთანხმება ითვალისწინებდა. თუ ამასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებით კონსულტაციები პარტნიორებთან, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის. სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.