მაკა ბოჭორიშვილი - მოღალატე და სხვა იარლიყები არის აბსოლუტურად დიდი სიმდაბლე და სტიგმატიზაციის გამოხატულება
მაკა ბოჭორიშვილი - მოღალატე და სხვა იარლიყები არის აბსოლუტურად დიდი სიმდაბლე და სტიგმატიზაციის გამოხატულება

მოღალატე და სხვა იარლიყები არის აბსოლუტურად დიდი სიმდაბლე და სტიგმატიზაციის გამოხატულება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია უმრავლესობის წევრების მიმართ მონებისა და მოღალატეების წოდება, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.

„რასაც ჩიოდნენ, არ უნდოდათ, რომ ამ კანონით სტიგმატიზება მომხდარიყო, თავად აკეთებენ ამას, ადამიანების ყველაზე უხეში ფორმით სტიგმატიზაციას. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ საპასუხოდ საზოგადოებამ მათაც მიაკეროს გარკვეული იარლიყები. მოღალატე და სხვა იარლიყები არის აბსოლუტურად დიდი სიმდაბლე და სწორედ სტიგმატიზაციის გამოხატულება, რასაც ვითომდაც გაურბიან. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ვინ ვინაა“,  – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.