მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ხელი არ შევუშალოთ რეფორმების პროცესს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი პოზიცია მყარია
მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ხელი არ შევუშალოთ რეფორმების პროცესს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი პოზიცია მყარია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მმართველ გუნდს მყარი პოზიცია აქვს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მისი დაცვა.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი პოზიცია არის მყარი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, მათი ინტერესები და ხელი არ შევუშალოთ რეფორმების პროცესს, რომელიც ამ შემთხვევაში, რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.