მაკა ბოჭორიშვილი - მინისტრის თანამდებობაზე ჩემი საკითხი არ განხილულა და არ განიხილება
მაკა ბოჭორიშვილი - მინისტრის თანამდებობაზე ჩემი საკითხი არ განხილულა და არ განიხილება

მინისტრის თანამდებობაზე ჩემი საკითხი არ განხილულა და არ განიხილება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, მაკა ბოჭორიშვილმა დაიკავოს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ ეტაპზე ეს არ განიხილება, სიმართლეს არ წარმოადგენს. დაველოდოთ იმ დღეს, როცა პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კაბინეტს და ნახავთ, რომ ბევრი ადამიანი იქნება ისე წარმოდგენილი, როგორც დღეს არის. ახალი სამთავრობო გუნდის სურათი გვექნება. მინისტრის თანამდებობაზე ჩემი საკითხი არ განხილულა და არ განიხილება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.