მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში მინისტრების უდიდესმა ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებული
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში მინისტრების უდიდესმა ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებული

მინისტრების უდიდესმა ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა უნდა იქნას მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მიმდინარეობს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრებზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

„ვიცით, რომ პროცესი არის დაკავშირებული რეფორმებთან,  გაფართოების პოლიტიკასთან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც დღეს მოვისმინეთ. ცალსახად, მინისტრები დღეს ხაზს უსვამენ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც იქნა მიღებული ივნისში გაფართოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.