მაკა ბოჭორიშვილი - მარტივი იყო, გამოგვეთვალა, რა იყო ინტერესი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ
მაკა ბოჭორიშვილი - მარტივი იყო, გამოგვეთვალა, რა იყო ინტერესი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ

ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო, გამოგვეთვალა, თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, მივიღეთ საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ მას, ყველა მოთხოვნილი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მას მიაწოდეს ყველა მოთხოვნილი მასალა, თუკი რამე შეიძლებოდა, მისი ინტერესის სფეროში ყოფილიყო, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ანგარიშის მომზადების ვადებზე და აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულებიდან ძალიან მოკლე დროში წარმოდგენილი დოკუმენტი გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„ამ ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთო-ს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფიზიკურად ამხელა მასალის, ამდენი ინფორმაციის გადამუშავება ორ დღეში. რა თქმა უნდა, ეს ბადებდა ეჭვს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში, წინასწარ მომზადებული დოკუმენტი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.