მაკა ბოჭორიშვილი - მახსოვს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაღიზიანება, როდესაც ირაკლი კობახიძემ ახსენა „გლობალური ომის პარტია“, კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი, სწორად რომ არ ყოფილიყო გაგებული, უპირველესად ამას დაარტყეს
მაკა ბოჭორიშვილი - მახსოვს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაღიზიანება, როდესაც ირაკლი კობახიძემ ახსენა „გლობალური ომის პარტია“, კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი, სწორად რომ არ ყოფილიყო გაგებული, უპირველესად ამას დაარტყეს

მახსოვს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაღიზიანება, როდესაც ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა „გლობალური ომის პარტია“. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი. სწორად რომ არ ყოფილიყო გაგებული, უპირველესად ამას დაარტყეს, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, „საქართველოს მთავრობას ანტიევროპული რიტორიკა დააბრალეს, რაც სინამდვილეში არ არსებობს“.

„არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ქართველი ხალხის რჩევანი. ამისთვის ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენს ამომრეჩეველს, ქართველ ხალხს, თუმცა ნამდვილად არ შეიძლება იმ გეგმის უგულებელყოფა, რაც არსებობდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით – ასე ვთქვათ, მის ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით.

ქართველი ხალხის მხარდაჭერა რომ არა, შეიძლებოდა, ეს განხორციელებულიყო, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები მცირედი, უმნიშვნელო სხვაობით დამთავრდებოდა. ვნახეთ, რა ამბავი იყო ეუთო/ოდირ-ის ანგარიშთან დაკავშირებით, რამხელა შეტევა განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა. ასე ვთქვათ, მოქმედების დიდი ძალაა.

ევროპაზე, ევროკავშირზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა ხდება იქ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარია? არა, ასე არ არის. ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის. გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა არ გვინდა, დავინახოთ, იქ რა პროცესები მიმდინარეობს ხოლმე. არ გვინდა, შევხედოთ, იქ, ადგილზე რა ხდება. იდეალური არაფერია, ყველგან არის სხვადასხვა პროცესი, ყველგან არის სხვადასხვა ძალა. მახსოვს გაღიზიანება ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა „გლობალური ომის პარტია“, ახლა რომ „დიფ სთეითად“ მოიხსენიებენ. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი. ძალიან კარგად მიხვდნენ, რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული. სწორად რომ არ ყოფილიყო გაგებული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას დაარტყეს, ამისი განზოგადება მოახდინეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა. სინამდვილეში არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. ჩვენც ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაშიც საუბრობენ. რამდენად ხმამაღლა ისმის, ეს უკვე მედიის მდგომარეობასთან მიგვიყვანს ალბათ, თუმცა ეს პრობლემები არის ყველგან. რასაც დღეს ვუყურებთ საქართველოში, ყველგან არის მეტ-ნაკლებად, უბრალოდ რაღაც დაცვის მექანიზმებია, ალბათ საზოგადოების სიმყარე. ჩვენი საზოგადოების სიმყარეც არის ნამდვილად ის ძალა, რაც გვაქვს და რის გამოც დღეს გვაქვს სტაბილურობა, შესაძლებლობა, მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ნამდვილად არის, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების დამსახურება, მათი არჩევანის დამსახურება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები უცხოა ევროპისთვის. მეტ-ნაკლებად ეს ჩანს. კარგად თუ დავაკვირდებით, ზოგ ქვეყანაში – მეტად, ზოგში ნაკლებად წავაწყდებით, რომ საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლის პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.