მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საქართველოს
მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საქართველოს

ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საქართველოს – კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება, რათა ევროპელ პარტნიორებს აუხსნან, რა მოლოდინი აქვს ამ კუთხით ქართულ საზოგადოებას.

„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ჩვენი თანამემამულეები აჟღერებენ ისეთ პოზიციებს, რომლებიც არ შედის დღეს საქართველოს ინტერესებში. აუცილებელი არ არის, პირდაპირ თქვა წინადადება, რომ საქართველოს არ მიანიჭონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, არამედ შენ შეიძლება, თქვა ყველაფერი, რათა ეს ასე გაკეთდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ, გვესმის, ამის მცდელობებია, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ვიდრე საბოლოო გადაწყეტილება არ გვეცოდინება, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ევროპელ პარტნიორებს ავუხსნათ, რა მოლოდინები აქვთ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს რა თქმა უნდა, არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპულმა საზოგადოებამ.

ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ის გადაწყეტილება, რაც სჭირდება საქართველოს. საქართველოს სჭირდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ეს აუხსნას ევროპელ პარტნიორებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, იქიდან ვინაიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ნაწილში ჯერ არ არის  ჩამოყალიბებული პოზიციები, როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა ველოდოთ, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. შესაბამისად, დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ავხსნათ, რას მოველით ევროკავშირისგან. ასევე ჩვენ გვიწევს, გავუმკლავდეთ იმ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს საქარველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.