მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლება აბსოლუტურად აცნობიერებს, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმ პოლიტიკური პროცესის დარეგულირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მიერ უსაფუძვლოდ შეიქმნა
ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი იმედს გამოვთქვამს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.
„ხელისუფლება აბსოლუტურად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის დღეს იმ პოლიტიკური პროცესის დარეგულირებას და დამშვიდებას, რაც სამწუხაროდ უსაფუძვლოდ შეიქმნა ჩვენი ოპონენტების მიერ და დღეს ვართ ამ კრიზისულ მდგომარეობაში. ხელისუფლება, ბუნებრივია ერთვება დიალოგის პროცესში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთივე კონსტრუქციულები იქნებიან ოპონენტებიც. მოლაპარაკებების შინაარსზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მხარეებსა და მედიატორებს შორის შეთანხმებით შინაარსი არ არის სასურველი რომ გაჟღერდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.