მაკა ბოჭორიშვილი – იმედი მაქვს, მიხეილ ყაველაშვილი ისეთივე პატრიოტიზმით განახორციელებს საქმიანობას პრეზიდენტის რანგში, როგორც ამას პარლამენტში აკეთებდა

12:37, 29.12.2024

ვულოცავ ახალ პრეზიდენტს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას ამ პოზიციაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე პატრიოტიზმით განახორციელებს თავის საქმიანობას პრეზიდენტის რანგში, როგორც მიხეილ ყაველაშვილი აკეთებდა ამას საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი