მაკა ბოჭორიშვილი - იმ დროს, როდესაც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, აქტიურად დგას დღის წესრიგში, როგორი უნდა იყოს თავად ამ პოლიტიკის მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი - იმ დროს, როდესაც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, აქტიურად დგას დღის წესრიგში, როგორი უნდა იყოს თავად ამ პოლიტიკის მომავალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრებთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე აქტიურად დგას დღის წესრიგში თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, იმ დროს, როდესაც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, როგორი უნდა იყოს თავად ამ პოლიტიკის მომავალი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი მიმდინარეობს.

ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორ შეიძლება, დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

„მინისტრებმა ისაუბრეს, ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. ცალსახა იყო ის მხარდაჭერა, რაც უკვე აქვთ კანდიდატ ქვეყნებს და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება, დაჩქარდეს ეს პროცესი და როგორ შეიძლება, იყოს ის უფრო ეფექტიანი. ასევე, როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ კავკასიის რეგიონი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნაწილი, რომ ევროკავშირის დაკავშირებადობა სხვა რეგიონებთან იყოს გაზრდილი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.