მაკა ბოჭორიშვილი - ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი, რწმენის დამცველი, გამძლეობის სიმბოლო, საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, დაე, მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო.
ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად.
მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა. დაე, მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს მომავალში“, – წერს ბოჭორიშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.