მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა

22:20, 17.11.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს.

„საგანგებო ყურადღება დაეთმო მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნებაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოფილე III-ს აღსაყდრებიდან 20 წლის იუბილე მიულოცა. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოინახულა.

მსგავსი