მაკა ბოჭორიშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება, როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ურთიერთობებში გარკვეული სიცხადე გვექნება
მაკა ბოჭორიშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება, როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ურთიერთობებში გარკვეული სიცხადე გვექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, აშშ-ის უმაღლეს წარმომადგენლებთან საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობებზე ესაუბრათ.

ბოჭორიშვილის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებში იქნება გარკვეული სიცხადე.

„ერთი მხრივ, ფაქტია, ჩვენ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, საქართველოსთან ურთიერთობებში უნდა მოხდეს გარკვეული სიახლის შეტანა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება, როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ჩვენს ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე, როგორ უნდა წარვმართოთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.