მაკა ბოჭორიშვილი - განცხადებები მიანიშნებს, რა გავლენას ახდენს უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, რა ინტერესები არსებობს საქართველოსთან მიმართებით
მაკა ბოჭორიშვილი - განცხადებები მიანიშნებს, რა გავლენას ახდენს უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, რა ინტერესები არსებობს საქართველოსთან მიმართებით

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ქევყნის ევროკავშირში წინსვლა, უპირველესად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დავით არახამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, ბოჭორიშვილი გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითც, ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა – მთავრობა. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ძალიან სამწუხაროა.

„მსგავსი განცხადებები მიანიშნებს, რა გავლენას ახდენს უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პროცესში და რა ინტერესები არსებობს საქართველოსთან მიმართებით, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინასთან, მოლდოვასთან მხარდამხარ იმ პროცესში, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ერთიანი ინტერესი. რა თქმა უნდა, მსგავსი ხელის შემშლელი ნაბიჯები და განცხადებები ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, რომ არის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.