მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან, ბარჰამ აჰმედ სალიჰთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ბარჰამ აჰმედ სალიჰს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრად არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებული თანამშრომლობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარება და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს.