მაკა ბოჭორიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყველას შეხვედროდნენ, რათა ჰქონოდათ აღქმა, რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია, რათა უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრები გაიმართა როგორც ხელისუფლების, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
„ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან. მნიშვნელოვანია ის, რომ მომხსენებლებს ევროსაბჭოს მხრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია, რათა უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს; რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის, მათ შორის ევროსაბჭოს კონტექსტში, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.