მაკა ბოჭორიშვილი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ

15:20, 11.11.2026

ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი