მაკა ბოჭორიშვილი - ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირთან თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე, რაც შეიძლება, საქართველომ გამოიყენოს ინტეგრაციის პროცესში
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირთან თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე, რაც შეიძლება, საქართველომ გამოიყენოს ინტეგრაციის პროცესში

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი. ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

„სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრა საინტერესო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც აკეთებს ევროკავშირის კანონმდებლობის ინტერპრეტაციებს, რასაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ასევე ჩვენს საკანონმდებლო პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მასთან შეხვედრა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას და პერსპექტივებს, რაც შეიძლება, საქართველომ გამოიყენოს ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.