მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატია, ყველას შეიძლება, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს, ბუნებრივია, გაგვიჭირდება თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატია, ყველას შეიძლება, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს, ბუნებრივია, გაგვიჭირდება თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება

ევროპარლამენტში ძალიან ბევრი დეპუტატია და ყველას შეიძლება, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს. ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდება თითოეული ევროპელი დეპუტატის მოსაზრებების სახელმძღვანელოდ აღება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილს შეკითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „საქართველო ბელარუსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოლდოვასთან“.

„იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დავეხმაროთ, ამისთვის არსებობს ბრიუსელიდან ოფიციალური პოზიციები, არსებობენ ევროკომისრები, ოფიციალური არხები, რითაც ბრიუსელთან არის ურთიერთობა. სხვა მხრივ, პოლიტიკოსების განცხადებები არის განცხადებები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.