მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია იქნება კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია იქნება კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის დოკუმენტი, რომელზე კენჭისყრაც ევროპარლამენტში ხვალ არის დაგეგმილი, ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გადაგდებული მაშველი რგოლი იქნება.

ბოჭორიშვილის შეფასებით, ამ რეზოლუციის პროექტს მეტი დანიშნულება არ აქვს.

„ეს რეზოლუცია იქნება ევროპარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად. ეს არის ევროპარლამენტის მხრიდან კიდევ ერთხელ გადაგდებული მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის, რათა რაღაცაზე დაფუძნებით შექმნან დღის წესრიგი ქართულ მედიასაშუალებებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.