მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის დასკვნა პოზიტიურია, ობიექტური შეფასების პირობებში, საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის დასკვნა პოზიტიურია, ობიექტური შეფასების პირობებში, საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ევროკომისიის დასკვნა არის საკმაოდ პოზიტიური ჩვენთვის, შეფასებებიდან ჩანს, რომ საქართველს ბევრი მიმართულებით აქვს კარგი პოზიციები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ, ობიექტური შეფასების პირობებში, თუ მიღწევების მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, საქართველო ნამდვილად იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა და იყოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, ოპოზიციის დამოკიდებულება, რომ უმეტესად მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება და ამ მხრივ მიღწევების შედეგი წინა მთავრობების დამსახურებაა, ბოჭორიშვილმა აღნიშნა: „ოპოზიციაში რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებენ, უფრო კარგად გამოჩნდება, რა მნიშვნელობა აქვთ მათთვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ფაქტი არის ერთი, რომ ინტერესი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ნამდვილად არ არის ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია, არამედ არის ამ საკითხით სპეკულირება და გამოყენება საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის, რაც არის ხელისშემშლელი საქართველოსთვის. არაობიექტურად შეფასება იმ პროცესების, თუნდაც ევროკომისიის დასკვნის, ნამდვილად არ არის მართებული“.