მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირმა საინვესტიციო პაკეტის წარდგენა საქართველოდან დაიწყო, ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირმა საინვესტიციო პაკეტის წარდგენა საქართველოდან დაიწყო, ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა

ის, რომ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტის წარდგენა საქართველოდან დაიწყო, ეს დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დახმარება გაწერილია ოთხ წელზე.

„გაწერილია სფეროებია, ძირითადად მოხმარდება იმ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარეობს. ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა. დახმარების პაკეტი გულისხმობს სწრაფი ეფექტის მიღებას ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის. არ ვიცი, ჩვენი ოპონენტები რატომ ოცნებობენ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სანქციები ან ვინმე იყოს სანქცირებული. ამ საფრთხის წინაშე საქართველო არ დამდგარა არასოდეს და არც დადგება. ყოველთვის წარმატებით ვახორციელებთ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას უნდა განეხორციელებინა და რაც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით, მიმდინარეობს წარმატებით. ამას აღიარებს არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ევროკავშირიც. ჩვენი მთავარი მიზანია, რეფორმები გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირი საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფს.