მაკა ბოჭორიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა

00:07, 05.09.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM), კრისტოფ კამპთან, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი